გლდანში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით 26 წლის გოგო გაიგუდა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს კომპანია „თბილისი ენერჯიში“ დაუდასტურეს.
კომპანიის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი თბილისში დაგირავებულ ბინაში ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ სახლში დამონტაჟებული იყო ღია წვის გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი, რაც დაუშვებელია.