“თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4-4.5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში, მოსალოდნელია მომავალშიც ვიზიტორების სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ბუნებრივია ინფრასტრუქტურამ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს
„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...










