თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
შეჯახების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულებმა სკოლა გასულ წელს დაასრულეს