მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ, 9 აპრილს რიყეზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე, წარწერა “ღმერთი სიყვარული არს” დატოვა.
მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას ვანდალიზმი უწოდა და განაცხადა, რომ “უცნობს” 1 000 ლარით დააჯარიმებდა, თუმცა 20 დღის გასვლის შემდეგაც თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას “უცნობი” ამ დრომდე არ დაუჯარიმებია.
“მე პირადად, ასფალტის მოხატვის გამო, 2000 ლარიანი ჯარიმა მაქვს დაწერილი, რაც აბსურდია. მაშინ, როდესაც პირმა პირდაპირ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა და ვანდალიზმი ჩაიდინა, დღემდე არ არის მის წინააღმდეგ გამოყენებული ის სანქცია, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული”,- თქვა გიორგი მუმლაძემ.