LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი გახარია: „ქუთაისი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ქალაქი – აქ საკმარისზე მეტი კვალიფიციური სამუშაო ძალაა“

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

დაპოსტა 2026/02/19-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებს პროკურატურა.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც – 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე პირდაპირი ეთერი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან. წირვას აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყო
მთავარი

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო ეხმაურება რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურის შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას,რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნისთვის"...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როგორი ამინდი იქნება 14 აპრილამდე

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6965, ევრო – 3.1519, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6238 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

„მათთან სტუმრად მივიდა და გარდაიცვალა, მოგვიანებით ცხედარი ტყეში დატოვეს…“-შსს

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი:...

დაწვრილებითDetails

წალკაში კარანტინი გამოცხადდა

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
ქუთაისის ორ უბანში კარანტინი გამოცხადდა | დაფიქსირდა ცოფის 2 შემთხვევა
მთავარი

წალკაში კარანტინი გამოცხადდა. გარეულ ცხოველს ცოფი დაუდასტურდა. „მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ...

დაწვრილებითDetails

ზვიად ახრახაძის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე მისი 2 მეზობელი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზვიად ახრახაძის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე მისი 2 მეზობელი დააკავეს  - ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს.  რა გახდა მომხდარის მოტივი უცნობია. გუშინ ზვიად ახრახაძის ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 31 წლის კაცს 5 აპრილის...

დაწვრილებითDetails

“ეკომიგრანტები ვართ, არ გამორიცხავენ სეისმურ ბიძგებს, და უხვ ნალექს” – სოფელ კურსების მოსახლეობას სტიქიის გამომწვევი მიზეზები გააცნეს

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
“ეკომიგრანტები ვართ, არ გამორიცხავენ სეისმურ ბიძგებს, და უხვ ნალექს” – სოფელ კურსების მოსახლეობას სტიქიის გამომწვევი მიზეზები გააცნეს
მთავარი

სოფელ კურსებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ადგილობრივი მთავრობისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ.  შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სტიქიის შედეგად დაზარალებული მარიამ ბეროძე აქვეყნებს: "27-ე დღე კურსების მეწყერიდან, მშრალად...

დაწვრილებითDetails

2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია – სუს

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
ბოლო 8 წლის განმავლობაში ორკებმა მოგვიკლეს 5 თანამოქალაქე – დავით ქაცარავა
მთავარი

2026 წლის 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა...

დაწვრილებითDetails

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

ბოლო 25 წლის განმავლობაში მოსახლეობის ზრდის ტენდენციები ორი მიმართულებით წარიმართა - ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობა რამდენჯერმე გაიზარდა, ზოგიერთში კი სტაბილურად შემცირდა. "ბიზნესპრესნიუსი" აქვეყენბს Visual Capitalist-ის მიერ მომზადებულ მონაცემებს, რომელიც 2000-2025 წლებში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"