თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს აფრთხილებს:
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტორი კომპანიის “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან, დედაქალაქში განთავსებული ელექტრო ტაბლოები მუშაობს შეფერხებით
„შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის მობილურ აპლიკაციაში, რის გამოც მომხმარებლები ვერ სარგებლობენ აღნიშნული სერვისით. “სილქნეტის” შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და ყველა სერვისი აღდგება უმოკლეს პერიოდში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,- ნათქვამია განცხადებაში.










