კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევების განხილვა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, ციფრული უსაფრთხოება კერძო სექტორში, ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე საერთაშორისო და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება.
კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი.
რატომ უნდა დაესწროთ?
გაეცნობით კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებს სახელმწიფოს, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან
დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, პოლიტიკის გამტარებლებთან და სტუდენტებთან
აღმოაჩენთ კვლევით ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ფორმატებს
შეიტყობთ კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ










