თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
“საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
11/08/2019 თბილისი-ბათუმი-თბილისი
#888/887
გასვლა,თბილისი -09:05;
ჩასვლა,ბათუმი-14:42
გამოსვლა,ბათუმი-18:30
ჩამოსვლა,თბილისი-00:07″ – ნათქვმია განცხადებაში.