LIVE TV
კვირა, ნოემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“თაობათა დიალოგი” არც განიხილავს გვანცა თოთაძის გენდერულ საბჭოში შეცვლის საკითხს და მას მხარდაჭერას უცხადებს”

დაპოსტა 2019/11/27-ში
144
ნახვა
გაზიარება

“თაობათა დიალოგი” არც განიხილავს გვანცა თოთაძის გენდერულ საბჭოში შეცვლის საკითხს და მას მხარდაჭერას უცხადებს” – RICDOG ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მიერ საკრებულოს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოდან გვანცა თოთაძის გაწვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

“მეგა ტვ”განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG) ეხმიანება დღეს, 27 ნოემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ორგანიზაციის საპატიო გენერალური მდივნისა და კომუნიკაციების მენეჯერის, გვანცა თოთაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.

კერძოდ, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” გამოხატავს გაკვირვებას საკრებულოს სხდომაზე განხილული თემის მიმართ და აღნიშნულთან გვანცა თოთაძის დაკავშირების საკითხს.

მოგეხსენებათ, გვანცა თოთაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოში წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგს” და იგი ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს აღნიშნული საბჭოს მუშაობაში.

ორგანიზაციას გენდერული თანასწორობის საბჭოდან და საბჭოს მუშაობის განმავლობაში არასდროს არ მიუღია, შესაბამისად ამ ეტაპზეც არ აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, გვანცა თოთაძის, როგორც საბჭოს წევრის რაიმე სახის დარღვევაზე. პირიქით, ორგანიზაცია მის აქტიურობას საბჭოს მუშაობის ფარგლებში მაღალ დონეზე აფასებს.

მეტიც, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” არც განიხილავს გვანცა თოთაძის გენდერულ საბჭოში შეცვლის საკითხს.

რაც შეეხება გვანცა თოთაძის მოქალაქეობრივ პოზიციას საკრებულოს ზოგიერთი წევრის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მას აღნიშნული მოსაზრების გამოთქმის კონსტიტუციური უფლება გააჩნია და RICDOG-ი არც და ვერც დაუშლის მას ჰქონდეს მოქალაქეობრივი აქტიურობა.

მითუმეტეს, როდესაც აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიერ გაცხადებულ ეთიკის კოდექსს.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” ყველა წევრი დიდ პატივისცემას გამოხატავს გვანცა თოთაძის, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმატებული ხელმძღვანელის მიმართ (გენერალური მდივანი 2014-2017 წლებში) და მას, ამ გაუგებარ სიტუაციაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საკრებულოს სხდომაზე თბილისში ხატებით გამართული საპროტესტო აქციის ფაქტის დაგმობა და პოზიციის დაფიქსირება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ მოსთხოვა. ახალაძე სიტყვით საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა.

“მიმდინარე მოვლენებს გვერდი აუარეთ და საკრებულოს სხდომა ისე დაიწყეთ. მოგწონთ ხატებით გამოსვლა? ვალდებულები ხართ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ნანა კოსტავას საკითხზე ჩირგვებში ჩაძვერით და ახლაც ჩირგვებში სხედხართ. ეს არის ერისა და ბერის შეცდომა. ისინი სოდომისტები და ხატმებრძოლები არიან და ეს არ უნდა მოვითმინოთ. ეს ურწმუნოება ჩვენს ოჯახებშიც შემობრუნდება,”-განაცხადა ახალაძემ.

ახალაძის თქმით, მომხდარი ფაქტი არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ დაგმო, რომლებიც ნანა კოსტავას საკითხზე აქტიურობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია. მათ შორის არც გენდერული საბჭოს წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა გვანცა თოთაძემ, რომელიც ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვებისაკენ მოუწოდებდა.

ახალაძემ უმრავლესობის დეპუტატსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას მიმართა და უთხრა, რომ გენდერული საბჭოს წევრის გვანცა თოთაძის საბჭოში ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაეყენებინა.

“ყველა ადამიანს უფლება აქვს, რომ მისი შეხედულებისამებრ გააკეთოს განცხადებები. ამის საშუალებას მათ კანონი ანიჭებს. შემოიტანეთ განცხადება გენდერულ საბჭოში და დებულების მიხედვით განვიხილავთ,”-განუცხადა შენგელიამ ალეკო ახალაძეს.

ალეკო ახალაძე ამბობს, რომ არ იცის მივა თუ არა გენდერული საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, მან საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, რაზეც სხდომაზე ირაკლი შენგელიას გამოხმაურება ზედმეტად მიიჩნია.

“გირჩის” აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან ფოტოები მიიტანეს, რომლებზეც ივანიშვილი რელიგიური სიმბოლოებით იყო გამოსახული.

თეგები: ალეკო ახალაძეგენდერული საბჭოგვანცა თოთაძე
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

“მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს” – ვეტერან ფეხბურთელს ახლობლები და ფანები ემშვიდობებიან

ნოემბერი 1, 2025
1.1k
მთავარი

"ვუსამძიმრებთ ზაურ ბულიას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად ზუგდიდს.მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს, თავის ქალაქს და მომავალი თაობების აღზრდას.სიხარულით და ღირსებით ემსახურებოდა სპორტს და ზუგდიდს.მისი სახელი და შრომა დარჩება ფეხბურთის...

დაწვრილებითDetails

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნოემბერი 1, 2025
344
მთავარი

ყოფილ მაღალჩინოსანს ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ნოემბერი 1, 2025
638
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავეს. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული...

დაწვრილებითDetails

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა შეეფარდა

ნოემბერი 1, 2025
243
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ფრინველის გრიპი ვრცელდება

ნოემბერი 1, 2025
268
მთავარი

ფრინველის გრიპი წელს გერმანიაში ადრე და სწრაფად გაჩნდა. სექტემბრის დასაწყისიდან, ფრიდრიხ ლოეფლერის ინსტიტუტმა, გერმანიის ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანომ, დააფიქსირა გრიპის 30-ზე მეტი აფეთქება ქათმის ფერმებში, ასევე შემთხვევები ველურ ფრინველებში ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა კვლავ მოიმატა

ნოემბერი 1, 2025
748
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი დღის ჭრილში მცირედით - 0.01%-ით გაიზარდა. კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო ბირჟებზე 4 003 დოლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ ფასები ბოლო ერთ...

დაწვრილებითDetails

9 თვეში 40 464 დანაშაული აღირიცხა – შსს

ნოემბერი 1, 2025
102
მთავარი

მიმდინარე წლის 9 თვეში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 2,26%-ით მეტია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის...

დაწვრილებითDetails

ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა

ნოემბერი 1, 2025
83
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „აქციის...

დაწვრილებითDetails

რა ეკრძალებათ დღეიდან დღეიდან საჯარო მოხელეებს

ნოემბერი 1, 2025
617
მთავარი

1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც მიხელ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. კანონის თანახმად, 2 პოზიციაზე დასაქმებულ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი

ნოემბერი 1, 2025
28.7k
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, კახა ალშიბაია, ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი, კახა ზუგდიდსკი საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. კახა ზუგდიდსკის, იგივე კახა ალშიბაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2021 წელს გავრცელდა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».