LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თანამდებობის პირები იმერეთიდან, რომელთა ოჯახის წევრები იმავე საჯარო დაწესებულებაში არიან დასაქმებულნი

თანამდებობის პირები იმერეთიდან, რომელთა ოჯახის წევრები იმავე საჯარო დაწესებულებაში არიან დასაქმებულნი

დაპოსტა 2019/10/18-ში
A A
195
ნახვა
გაზიარება

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში იმერეთის 5  თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები მოხვდნენ.

კვლევის ნაწილში თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები იმავე უწყებასთან დაკავშირებულ საჯარო დაწესებულებაში ვკითხულობთ რომ, 2014 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ვლადიმერ გელაშვილის მეუღლე, ლია ლომსაძე 2016 წლიდან ააიპ ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის მუსიკალური სკოლის მენეჯერია

2014-17 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის სერგო უგრეხელიძის  მეუღლე, ზეინაბ უგრეხელიძე 2017 წლიდან ააიპ შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორია

2014 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ივანიაძის მეუღლე, ინდირა გოგოძე 2016 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის ააიპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის სპეციალისტია.

უშულოად ქუთაისიდან სიაში 2 თანამდებობის პირი მოხვდა. 

2014-17 წლებში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბექა ყანჩელის მეუღლე, ელმირა ადეიშვილი 2016 წლიდან ააიპ-ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პრევენციის მედიცინის ცენტრის მთავარი სპეციალისტია

2015 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და 2012 წლიდან ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თეიმურაზ სვანიძის  შვილი, გიორგი სვანიძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში.

როგორც კვლევაშია ნათქვამი თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია გამოიკვეთა:

  • ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა[1] და აიიპ-ებში.[2]
  • არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.
  • სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.
  • სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საქართელოს განცხადებით წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა, საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.

ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-18 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს

თეგები: ვანიიმერეთინეპოტიზმიტყიბულიქუთაისიხარაული
გაზიარება102

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

6 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშ უნალექო ამინდია,...

დაწვრილებითDetails

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

6 მარტი შედარებით მშვიდი, მაგრამ კონცენტრაციისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი დროა დაგეგმვისთვის, დაწყებული საქმეების მოწესრიგებისა და მომავალი ნაბიჯების გააზრებისთვის. ემოციური ფონი სტაბილურია, თუმცა ზედმეტი იმპულსურობა სასურველი არ არის. როგორი იქნება ასტროლოგიური...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება,...

დაწვრილებითDetails

ცოლი სანადირო თოფით მოკლა – კაცს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია საქართველოში – დაკავებულია 14 პირი

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – განცხადება ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ...

დაწვრილებითDetails

„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”
მთავარი

„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 6 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7419, ევრო – 3.1833, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6580 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

2026 წლის 5 მარტს ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აშშ-ში, ალასკის რეგიონში, ბერინგის ზღვის სიახლოვეს. მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 6.4–6.5 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ალეუტის კუნძულებთან, დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე Attu Station-იდან. ბიძგი მოხდა დაახლოებით 42 კილომეტრის სიღრმეზე,...

დაწვრილებითDetails

ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უარყო. „ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ის, ამ ინფორმაციის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
მთავარი

„დროული გადაწყვეტილებით და კოორდინირებული მოქმედებით ახალშობილი ბინაზე დაიბადა. ჯვარის რაიონული სამსახურის მე-10 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღეს ლოზუნგით “კვებითი ინტოქსიკაცია“. ექიმი მარინა ჩაგანავა იხსენებს, რომ საჭიროდ ჩათვალა ზარის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"