მკვლელობა ბაღდათში – ადგილობრივების თქმით, 47 ლის კაცის მკვლელობისა და 21 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
ბაღდათში მოკლულსა და დაკავებულს იცნობენ, თუმცა უჭირთ საუბარი, რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი.
„ორჯერაა ნასროლი. თვითონ ეს (ბრალდებული) მონადირე იყო, ნადირობდა და ალბათ ოფიციალურადც ჰქონდა გაფორმებული თოფი. ცნობით კი ვიცნობდი, 60 წლისაა. თავში აქვს მოხვედრილიო.” – აცხადებს ადგილობრივი.
ერთ-ერთი ვერსიით, 60 წლის კაცმა პოლიციას თავად დაურეკა და სამართალდამცავებს ჩაბარდა.
არსებული ინფორმაცია მკვლელობით დასრულებულ დაპირისპირებას წინ საქმის გარჩევა და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ე.წ. ქუჩური გარჩევა გასესხებული თანხის გამო მოხდა.