თავს იწონებდნენ ამ კედლის გახსნით, დღეს კი ყველანი ჩირგვებში არიან დამალულები – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანია ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან ისტორიული კედლის გამოჭრას.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/3420232424656614/
კედელი 2018 წელს ცნობილმა ქართველმა არტისტმა მუსია ქებურიამ ქუთაისის მერიისა და ჟვანიას სკოლის მხარდაჭერით მოხატა. სტენსილი დედა ენის დღეს დიდი ზარზეიმით გაიხსნა, თუმცა დღეს აქ კარია გაჭრილი. ვისთვის და რისთვის გასცა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ? ამ კითხვით “მეგა ტვ”_მა კულტურული მემკვიდეობის სააგენტოს მიმართა და პასუხს ელოდება.










