უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შეთავაზებულ სანქციებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, – ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ში ავრცელებს.
„თავს ესხმიან იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა სუვერენული მთავრობის არჩევა გაბედა“, – ციტირებს ზოლტან კოვაჩი პიტერ სიიარტოს.