ამერიკელი ბილ ფიშერი, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტაში ცხოვრობს, უკვე 8 წელია რაც საკუთარი ავტომობილის ციყვისგან დაცვას ცდილობს.
ყოველ წელს ციყვი კაცის ავტომანქანაში, ძრავთან ზამთრისთვის კაკალს აგროვებს. 56 წლის ბილ ფიშერი აცხადებს, რომ ციყვთან 8-წლიანი „ომით“ დაიღალა.
„ამ ჟღალ ციყვს 2013 წლიდან ვიცნობ. მას უკვე აქვს ერთგვარი რიტუალი, რომ ყოველ წელს ჩემი სატვირთო კაკლის შესანახ საწყობად გამოიყენოს“, – ამბობს ფიშერი.
ციყვი კი ტრადიციების ერთგულია. მან მიმდინარე შემოდგომაზე 70 კილოგრამი კაკალი ავტომობილში შეაგროვა.