თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. კერძოდ, ტერიტორიაზე განლაგებულია წყლის ჭავლის 3 მანქანა. ასევე, ადგილზეა სახანძრო-სამაშველო მანქანები.
უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცავების მობილიზება ამ დრომდე, არ შეინიშნება.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთში აქციაზე სიტყვით გამოვა.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.