“თავისუფლება სინდისის პატიმრებს” – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აუდიტორიიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.
როგორც სტუდენტები ამბობენ, დღეს “ქართულ ოცნებას” უკანონოდ დაკავებული ათეულობით პატიმარი ჰყავს. სტუდენტები სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებებში უკანონოდ მყოფებს.
ქუთაისში 64 დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქციები მერიის წინ ყოველღიურად ეწყობა, ქალაქში იმართება საპროტესტო მსვლელობები.










