თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 500-ზე მეტი კომპანია უერთდება, 1 041 თავისუფალი ბიზნესი კი ვერიფიკაციის პროცესშია.
პლატფორმაზე წარმოდგენილი კომპანიები ახალი არჩევნების ჩატარებასა და ახალ წლამდე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.