დამოუკიდებლობის დღის აღლუმის დროს გადაღებული სამხედრო მამის ამ ფოტომ, რომელიც უკრაინის დროშას ატარებს და მის გვერდით მისი პატარა ქალიშვილია, მთელი მსოფლიო მოიარა და ყველა გაზეთის (მათ შორის იტალიელების) წინა გვერდზე დაიბეჭდა.
Წუხელ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსლან ბოროვიკი ბრძოლაში დაეცა. რუსლანი იყო ერაყში უკრაინული სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში.
ის იყო დონეცკის აეროპორტის ერთ-ერთი გადარჩენილი „კიბორგი“, ის იყო შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც თავისი უკრაინა ყველაფერზე მეტად უყვარდა. საუკეთესოები ყოველთვის გვტოვებენ. ᲜᲐᲗᲔᲚᲨᲘ ᲘᲧᲝᲡ.