სულ მცირე 14 ადამიანი გარდაიცვალა და 13 დაშავდა მექსიკის სასაზღვრო ქალაქ ხუარესში მდებარე ციხეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას.
როგორც CNN იტყობინება, გარდაცვლილებს შორის 10 ციხის დაცვის თანამშრომელი იყო, ხოლო 4 მათგანი კი პატიმარი.
ინციდენტი 1 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. ციხესთან ბოროტმოქმედები ჯავშანმანქანით მივიდნენ და ციხის მცველებს ცეცხლი გაუხსნეს.
მომხდარით ისარგებლეს პატიმრებმა და 24-მა მათგანმა ციხიდან გაქცევა შეძლო.
CNN-ის ცნობით, ციუდად-ხუარესი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქალაქია მექსიკაში და ორი ყველზე დიდი ნარკოკარტელის – “სინალოასა” და “ხუარესის” დაპირისპირების ეპიცენტრია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა ციუდად-ხუარესში ციხეს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.