დღეს, 20 იანვრის დილას, გურჯაანში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეღწევა სცადეს. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი ფულს ითხოვდა.
ადგილზე ბანკის ფილიალის მენეჯერი, გურამ ცქიტიშვილი იმყოფებოდა, რომელსაც ის ცივი იარაღით დაემუქრა.
მოგვიანებით, თავდამსხმელის გაყვანა დაცვამ მოახერხა. ცქიტიშვილი ამ წუთებში, გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ინციდენტთან დაკავშირებით, ბანკის მმართველი “მთავარი არხის” კითხვებს არ პასუხობს.