კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. მათ შორის ერთი არასრუწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ავრცელებს.
მათი ცნობით, მაშველებმა წყლიდან ორივე მოქალაქე უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი დახმარება ვერ მოხერხდა.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.