,,21 წლის არასოდეს ვყოფილვარ…
უფრო ზუსტად 21 წლის რომ ვიყავი ბოლოს მაშინ მცემა დედაჩემმა. გერმანიიდან ყვითელი მაისური ჩამოვიტანე და დედაჩემის კივილი მთელ საფიჩხიას ესმოდა. “ნოდარი მოკალი, შენმა შვილმა ეს ყვითელი მაიკა თუ უნდა ჩაიცვას, კაცობის ამას არაფერი აცხიაო”.
კაი თამილა, აცადე, რაც უნდა ის ჩაიცვასო- ეს რომ თქვა მამაჩემმა მაშინ ატყდა კივილი, მაგრამ რა ატყდა.
მამაჩემი სახლიდან გაიქცა, მე ვერ გავასწარი და ზურგში ჩამცა მამაჩემის სქელი ქამარი.
ასე რომ 21 წლის არასოდეს ვყოფილვარ და ფოტოც არ მაქვს.
ის კიარადა ყვითელ ფერს რომ ვუყურებ ახლაც დედაჩემის კივილი ჩამესმის და ზურგი მეწვის.
პ.ს. ახალი თაობის მკითხველისთვის განვმარტავ, რომ მაშინ მთელ თაობას შავი ფერი გვეცვა. ყვითელი მკვეთრად განსხვავებულს ნიშნავდა.” – წერს სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა პოპულარული გახდა 21 წლის ასაკში გადაღებული ფოტოების გაზიარება.










