ზურა მახარაძეს, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარედგინა – პროკურატურამ, მასთან ერთად, ბრალდება წაუყენა კიდევ ერთ პირს, გიორგი გოგიასაც.
“მეც და გიორგი გოგიასაც წარგვედგინა ბრალი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ინციდენტი კი გეცოდინებათ, ზუგდიდში რომ აქეთ მოგვივარდნენ ოფისთან და მანდ რაც იყო, პირდაპირ ეთერში გაქვთ ეგ კადრები ნანახი. მანდ ჩათვალა ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, რომ ჩვენ ჩავიდინეთ სისხლის სამართლის დანაშაული. აღკვეთის ღონისძიებაზე, როგორც გვითხრეს, ცალკე იმსჯელებს ზუგდიდში სასამართლო და იქ გადაწყდება მერე რას გვიპირებენ” – ამბობს მახარაძე.










