ზუგდიდში, ბაშაურის ქუჩაზე, დევნილების ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, უფუნქციო იყო.
ამ დროისთვის, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.










