ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშის დედა მართავდა. შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა.
სოფლის რწმუნებული ედემ კეკუტია უბედური შემთხვევის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მართავდა თუ არა ავტომანქანას ბავშვის დედა არ იცის.
„ნამდვილად მოხდა ფაქტი. ეზოდან გაჰყავდა მანქანა, თუმცა არ ვიცი დედა იჯდა საჭესთან თუ სხვა ვინმე. გამოძიება დაწყებულია, როგორც ვიცი, ჯერ არავინ დაუკავებიათ”,- აცხადებს სოფლის რწმუნებული.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.