ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალის მკვიდრი, 50 წლის ქალი გადაიყვანეს.
ქალს რესპირაციული ვირუსის სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ანალიზები დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი.