LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზრდის თუ არა ტატუ კანის კიბოს განვითარების რისკს – კვლევა

ზრდის თუ არა ტატუ კანის კიბოს განვითარების რისკს – კვლევა

დაპოსტა 2025/03/10-ში
A A
130
ნახვა
გაზიარება

ტყუპებზე განხორციელებული კვლევა აჩვენებს, რომ ტატუს გაკეთებას, შესაძლოა, პოტენციურ სინანულზე უფრო სავალალო შედეგიც მოჰყვეს. კვლევის თანახმად, ტატუს მქონე დედმამიშვილებს უფრო ხშირად უვითარდებათ კანის კიბო ან ლიმფომა, ვიდრე ტატუს არმქონე ტყუპისცალებს.

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკოსმა, სინია ბედსტედ კლემენსენმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს კვლევის ორი სხვადასხვა დიზაინი კიბოს დიაგნოზისა და ტატუსთან დაკავშირებული კანონზომიერების ანალიზისთვის.

კოჰორტული კვლევისთვის შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს 2 367 ტყუპი. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტატუს მქონე ინდივიდებს კანის კიბოს განვითარების ოთხჯერ უფრო დიდი რისკი აქვთ.

კვლევის შედეგად, სადაც 316 ინდივიდი საკუთარ ტყუპისცალს შეადარეს, გამოვლინდა, რომ ტატუს მქონე პირებში კიბოს განვითარების რისკი 33-დან 62-პროცენტამდე უფრო მაღალი იყო.

ეს განსხვავება კიდევ უფრო მკვეთრად იყო გამოკვეთილი იმ პირებში, რომელთაც ხელის გულის ზომაზე უფრო დიდი ტატუ ჰქონდათ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი სიმსივნეები, როგორიც ლიმფომაა, ძალიან იშვიათია. აქედან გამომდინარე, რისკის ამგვარი ზრდა დაბალი ნიშნულიდანაა.

მეორე მხრივ, ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ტატუს ქონა იწვევს კიბოს. შესაძლებელია, რომ ტატუს მქონე ადამიანებს კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი იმ ფაქტორების გამო აქვთ, რამაც მათ ტატუს გაკეთება გადააწყვეტინა (ცხოვრების სტილი).

მიუხედავად ამისა, ადრე ჩატარებულმა კვლევამაც გამოავლინა ტატუს მქონე ინდივიდებში ლიმფომის გაჩენის უფრო მაღალი რისკი.

“ჩვენს კვლევას არ გამოუვლენია აშკარა კავშირი კიბოსა და მელნის კონკრეტულ ფერებს შორის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტატუს ფერის ფაქტორი საინტერესო არ არის. სხვა კვლევებიდან შევიტყვეთ, რომ მელანი შესაძლოა პოტენციურად საზიანო ნივთიერებებს შეიცავდეს, მაგალითად, წითელი მელანი უფრო ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ჩვენ ამ საკითხის უფრო საფუძვლიანად გამოკვლევა გვსურს”, — ამბობს კლემენსენი.

სხეულის მოხატვა მრავალი ათასწლეულის განმავლობაში სარგებლობდა პოპულარობით უამრავ კულტურაში, თუმცა ეს პრაქტიკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამის მიუხედავად, ტატუს ქონით გამოწვეული გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მეცნიერებს ჯერაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია.

“მელნის ნაწილაკები ლიმფურ კვანძებში გროვდება. ვეჭვობთ, რომ ორგანიზმი მათ უცხო სხეულად აღიქვამს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იმუნური სისტემა მუდმივად ცდილობს უპასუხოს მელანს, ჩვენ კი არ ვიცით ასუსტებს თუ არა ეს მუდმივი წნეხი ლიმფური კვანძების ფუნქციონირებას”, — განმარტავს ჰენრიკ ფერდენსენი, ოდენსეს უნივერსიტეტის ჰემატოლოგი.

ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იმუნური სისტემა მუდმივად ცდილობს უპასუხოს მელანს, ჩვენ კი არ ვიცით ასუსტებს თუ არა ეს მუდმივი წნეხი ლიმფური კვანძების ფუნქციონირებას.

2016 წელს ევროკომისიისთვის წარდგენილი მოხსენების მიხედვით, ტატუს გაკეთების დროს გამოყენებული მელნის უმრავლესობა კოსმეტიკური გამოყენებისთვისაც კი არ არის აპრობირებული, ზოგი მათგანი კი დაშლის დროს კარცინოგენულიც კია.

თუ ტატუს გაკეთებას გადაწყვეტთ, სასურველია მელნის ტიპებში კარგად იყოთ გარკვეული და შეამოწმოთ გაქვთ თუ არა ისეთი დაავადება, რომელიც შესაძლოა ტატუს გაკეთებამ გაამწვავოს, მაგალითად, ფსორიაზი.

მსგავსი კვლევები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის პოტენციური რისკის შესახებ, თუმცა მათ გარკვეული შეზღუდვებიც აქვს.

მაგალითად, შედარებები მხოლოდ იმ ადამიანებთან შეიძლება გაკეთდეს, რომლებიც კიბოს გადაურჩნენ. შედეგების აწონ-დაწონისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ ტყუპების შედარებით მცირე რიცხვი და კიბოს დიაგნოზის დაბალი ნიშნული.

“იმუნურ სისტემაზე გავლენის მასშტაბები უკეთ უნდა გამოვიკვლიოთ, რათა უფრო სიღრმისეულად გვესმოდეს რა მექანიზმებთან გვაქვს საქმე”, — აცხადებს კლემენსენი.

წყარო: პრიამ ტაიმი

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ
მთავარი

5 აპრილს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა. დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
მთავარი

ამ დღეს საგანგებო ლოცვა იკითხება ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მორწმუნემ იცის, რომ ამ დღეს შინ ნაკურთხი ბზა უნდა მიიტანოს. ბზობის ტროპარი ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა...

დაწვრილებითDetails

ოქრო ისევ ძვირდება -რა ღირს ერთი გრამი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. პარასკევს, 3 აპრილს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 676 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 24 დოლარით მატებაზე მიანიშნებს. ამასთანავე,...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - 20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, ბრალდებულმა განზრახ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც აპრილში დიდი სიურპრიზი ელის

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

გაზაფხულის შუა პერიოდს არა მხოლოდ თბილი ამინდი, არამედ ის მოულოდნელი სიურპრიზებიც გაამრავალფეროვნებს, რომლებსაც სამყარო ზოდიაქოს ზოგიერთი იღბლიანი წარმომადგენლისთვის ამზადებს… აპრილი მოულოდნელი გარდასახვებით იქნება სავსე და მათ ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში, თუნდაც...

დაწვრილებითDetails

სად უნდა შევიძინოთ ბზა, შეიძლება თუ არა მისი შეძენა სხვას ვთხოვოთ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მთავარი

ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძნოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"