LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წელს პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები ელოდება

დაპოსტა 2025/01/13-ში
195
ნახვა
გაზიარება

2025 წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელს არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას უმზადებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც ბევრი გამოწვევა გველოდება. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ 2025 წელს სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა, ვენერა, რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. 1 მარტიდან 27 მარტამდე ის მოძრაობას ვერძში, ხოლო 27 მარტიდან 12 აპრილამდე თევზებში დაიწყებს და აღნიშნული პლანეტა გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მოახდენს. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წელს პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება:

მერწყული

მერწყულებს 2025 წლის განმავლობაში ურთიერთობებში გარკვეული გამოწვევები ელოდებათ. შესაძლოა, პარტნიორს ვეღარ გაუგოთ, თქვენი ღირებულებები შეიცვალოს და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. რაღაც მომენტში შეიძლება, მარტოობის აუცილებლობა იგრძნოთ და ამან მტკივნეული დაშორებაც გამოიწვიოს. წლის განმავლობაში რამდენჯერმე აღმოჩნდებით არჩევანის წინაშე და მოგიწევთ, გადაწყვიტოთ, პირადი თავისუფლება გირჩევნიათ თუ ოჯახური ცხოვრება. ასევე, საბოლოოდ გადააფასებთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს და მის აღდგენაზე აღარ იფიქრებთ.

მორიელი

2025 წელი ურთიერთობების თვალსაზრისით მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისათვისაც გამოცდა იქნება. ვერძის ნიშანში მზის ნაწილობრივი დაბნელების ენერგიით მათი ეჭვიანობა და მესაკუთრეობა გაძლიერდება და ეს არსებულ ურთიერთობებში ყველა ხარვეზსა და ბზარს წინა პლანზე გადმოიტანს და დაძაბულობას გაზრდის. მორიელებს მოუწევთ, თავიანთ ბნელ მხარეებს შეებრძოლონ და ბრაზის შეკავება ისწავლონ იმისათვის, რომ სიყვარული შეინარჩუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებული ემოცია ყველაზე ერთგულ ურთიერთობასაც კი გაანადგურებს.

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლები სტაბილურობას განსაკუთრებით აფასებენ. 2025 წელს კი ურთიერთობებში მოულოდნელი აჯანყებების წინაშე აღმოჩნდებიან. ცვლილებების პლანეტა, ურანი, მათზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და ისინი თავიანთ ცხოვრებისეულ არჩევანს გადახედავენ. აღმოაჩენენ, რომ ცვლილებები აუცილებელია და ამ მიმართულებით ფიქრს დაიწყებენ. შესაძლოა, საკუთარი არჩევანის სისწორეში ეჭვი შეიტანოთ, სხვა კუთხით შეხედოთ პარტნიორს, დაინახოთ ის თვისებები, რომლებსაც აქამდე ვერ ხედავდით. ნებისმიერ შემთხვევაში, 2025 წლის განმავლობაში შესაძლოა, ურთიერთობების კუთხით, თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალოს.

ლომი

2025 წელს ლომის ნიშნის წარმომადგენლები პირად ცხოვრებაში ტრანსფორმაციული ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებიან. რეტროგრადული ვენერა და სატურნი გაიძულებთ, არსებულ ურთიერთობებს გადახედოთ, რამაც შესაძლოა, დაშორება გამოიწვიოს. ემოციურად, ალბათ, რთული ეტაპი იქნება. მაგრამ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო ცვლილებები იყოს. თქვენს სათქმელს პირდაპირ და დაუფარავად იტყვით, ეს კი თავისუფლების პოვნასა და წინსვლაში დაგეხმარებათ.

თევზები

2025 წელს თევზების ნიშნის წარმომადგენლებს მოუწევთ, ილუზიებს საბოლოოდ დაემშვიდობონ და არსებულ რეალობას თვალი გაუსწორონ. დაემშვიდობებით იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს, უარს იტყვით დაუსრულებელ, უშედეგო მცდელობებზე და საკუთარ თავზე კონცენტრირდებით. 2025 წელს ასტროლოგები თქვენთვის ტრანსფორმაციის წელს უწოდებენ და ეს პირად ურთიერთობებსაც შეეხება.

წყარო: ბომონდი

გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
30
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
18
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
789
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
61
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
21
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».