2025 წლის სექტემბერში არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. თვე ქალწულის ნიშანში პლანეტა მერკურის შესვლით დაიწყო, “სისხლიანი მთვარით” გაგრძელდა, რამაც დაბნელების დერეფანი გახსნა. სექტემბერი ქალწულის ნიშანში ახალი მთავრით დასრულდება, იქამდე კი მზის დაბნელებას ვიხილავთ. ეს ყველაფერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუმცა, 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე ქვემოთ ჩამოთვლილი 5 ნიშნის წარმომადგენლებს დიდი წარმატება და ხელსაყრელი პერიოდი ელოდება:
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
კუროსთვის სექტემბრის ბოლო ნამდვილად ბედნიერი და იღბლიანი იქნება. თქვენი მმართველი პლანეტა, ვენერა, ამ პერიოდში ქალწულის ნიშანში გადავა, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითაც აისახება. შემოსავლის მიღების დამატებით გზებს იპოვით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შანსი, დაწინაურებისა და ახალი, ხელსაყრელი თანამშრომლობის შესაძლებლობა გექნებათ.
გარდა ამისა, პლანეტა მარსი მორიელის ნიშანში გადავა. ეს კომბინაცია კი თქვენი მეგობრობისა და სიყვარულის სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შედეგად, პირადი ურთიერთობების კუთხით სასიამოვნო სიახლე, დადებითი თავგადასავლები და ბედნიერი დღეები გელით.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
სექტემბერი თქვენი თვეა. თქვენს ნიშანში მზის დაბნელება და ახალი მთვარე იქნება. ასევე, ვენერაც ქალწულის თანავარსკვლავედში გადავა. ამიტომ, ახლა იღბალი თქვენ მხარესაა და ყველა წამოწყებაში მხარს გიჭერთ. სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, საინტერესო ეტაპი გელით. შესაძლოა, არსებული ურთიერთობა განავითაროთ ან შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით.
თვის ბოლოს შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ ახალი პროექტები დაიწყოთ, განახორციელოთ ამბიციური გეგმები, საკუთარი თავის განვითარებაზე იფიქროთ. ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც არსებული დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
სექტემბრის ბოლოს ყველაფერი, რაც აქტიურ მუშაობას, ნებისყოფასა და დისციპლინას უკავშირდება, საათივით აეწყობა და თქვენი შრომის შედეგს სრულად ნახავთ. ცხადია, ეს, პირველ რიგში, თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე იმოქმედებს. აქტიური მოქმედებისთვის იდეალური დროა. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ, სხვადასხვა პასუხისმგებლობა აიღოთ, ლიდერული თვისებები წარმოაჩინოთ და დიდ გეგმებს შეეჭიდოთ.
პლანეტა მარსი ძალიან დიდ ენერგიას განიჭებთ. ეს კი გაძლევთ შესაძლებლობას, დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც აქამდე განსაკუთრებით გერთულებოდათ და შეუძლებლადაც კი გეჩვენებოდათ. ძალიან კარგი დროა ცხოვრების სტილის, კვებითი ჩვევების შეცვლისა და თვითგანვითარებაზე ზრუნვისთვის.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სექტემბრის მეორე ნახევარში მერკური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში შევა. წინ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ. საქმიანი მოლაპარაკებები, გარიგებების დადება, კომუნიკაცია განსაკუთრებით გაგიმარტივდებათ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას შეძლებთ. სიტყვებს უზარმაზარი ძალა ექნება და სამომავლო პერსპექტივაზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. ამიტომ, ახალ შესაძლებლობებზე უარს ნუ იტყვით.
პროფესიულ სფეროში დაწინაურებისა და თქვენი შრომის აღიარების შესაძლებლობა გექნებათ. პირად ცხოვრებაშიც სიახლეები გელოდებათ. ურთიერთობებში ეს ხელსაყრელი დროა საერთო ენის მოსაძებნად, ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად ან ურთიერთობის ახალ დონეზე გადასაყვანად. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანსაც შეხვდეთ.
თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)
სექტემბრის ბოლოს თევზების ნიშანზე ახალი მთვარე და მზის დაბნელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. განსაკუთრებულ გავლენას ურთიერთობების მიმართულებით იგრძნობთ. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა, როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროში, ახალი ურთიერთობები შემოვიდეს. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, ახალი ეტაპები დაგეგმოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.
ბიზნესსა და კარიერაში ეს დრო უფრო მეტად შემოქმედებით პროცესებთან იქნება დაკავშირებული. წარმატების მოზიდვისა და თვითგამოხატვის ყველა შანსი გაქვთ. 2025 წლის სექტემბრის ბოლოსკენ ბევრი გეგმის განხორციელებას იმაზე მარტივად შეძლებთ, ვიდრე ახლა ფიქრობთ.