ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც დანარჩენებთან შედარებით სკანდალურები და დრამის მოყვარულები არიან. მათთან რთულია საერთო ენის გამონახვა, თუ თავად არ აქვთ ამის სურვილი.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ძალიან ემოციურები და გაუწონასწორებლები არიან. მათ ძალიან იტაცებთ დრამა, შეუძლიათ ბუზი სპილოდ აქციონ და ყველაფერი გააზვიადონ. ასევე, ძალიან მოსწონთ ჭორები და ჭორაობა. თუმცა, როცა თევზები თავისას მიაღწევენ და სკანდალს მოაწყობენ, ხშირად ამას ნანობენ და ცდილობენ გამოასწორონ იმ ადამიანთან, ვისაც მათი საქციელის გამო რაიმე სახის ზიანი მიადგა.
კირჩხიბი
ბევრი თვლის, რომ კირჩხიბები ცივი და უგრძნობი არსებები არიან – მაგრამ ეს ასე არ არის. მათ შეუძლიათ ნებისმიერი წვრილმანის გამო ისტერიკაში ჩავარდნენ, თუმცა, ცდილობენ ეს ბოლო წამამდე არ შეიმჩნიონ. როცა მოთმინება დაეკარგებათ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მოაწყობენ ნამდვილ სპექტაკლს, რომელშიც მთავარ როლში იქნებიან, როგორც სკანდალური და ნაკლებად თავდაჯერებული გმირები.
ლომი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგები დრამის მთავარ ფანატებად თვლიან. ლომები – ტრადგედიის მეფე-დედოფლები არიან და ყველაფერს გადაჭარბებულად აღიქვამენ და წარმოაჩენენ. მათთვის რთულია ემოციების მოთოკვა, რის გამოც მუდმივად “გადამწვარი” არიან და სკანდალების წამოწყებაც არ უჭირთ. მათ გარშემო ასეთ დროს, უბრალოდ გაუსაძლისია ყოფნა.
ტყუპები
ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული, გამოირჩევიან კონტაქტურობით და დიდ კამპანიებში დროის გატარების სიყვარულით. თუმცა, ყველაზე მეტად, მათ ჭორები და საიდუმლო ამბები აინტერესებთ. ტყუპები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი “გაქექონ”, შემდეგ კი ამაზე იჭორაონ, რადგან საიდუმლოს შენახვა უჭირთ – ეს კი, საბოლოოდ ახდენს დიდი სკანდალების პროვოცირებას…
წყარო: horoskopi.ge