თებერვალი არა მხოლოდ ზამთრის ბოლო თვე, არამედ ერთგვარი ძაფია, რომელიც ჯერ კიდევ წინა წელთან გვაკავშირებს. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ექნებათ შანსი, სწორედ თებერვლის ბოლომდე სამუდამოდ გაუშვან წარსულის არასასიამოვნო მოგონებები და საქმეები და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყონ:
ვერძი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ვერძის ნიშნის წარმომადგენლები გზაჯვარედინზე აღმოჩნდებიან და დაიწყებენ იმაზე ფიქრს, თუ რას აკეთებენ ახლა და რისი გაკეთება სურთ მომავალში. უამრავი შეკითხვა გექნებათ და მოგიწევთ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ. შინაგანი ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ და წარსულის ტვირთისგან საბოლოოდ გათავისუფლდებით. დიდი ალბათობით, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნება. მაგრამ, გახსოვდეთ, იმისათვის, რომ ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ, აუცილებლად უნდა დაემშვიდობოთ იმას, რაც ბედნიერებასა და წარმატებაში ხელს გიშლით.
თევზები
დიდი ხანია, გლობალური ცვლილებების ზღურბლზე დგახართ. ახლა დროა, საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. მომატებული ინტუიცია, თავდაჯერებულობა და ამავდროულად, ცვლილებების სურვილი დაგეხმარებათ, რომ საბოლოოდ გადადგათ ის ნაბიჯები, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ ვერ ბედავთ. თქვენს ცხოვრებაში ტრანსფორმაციისა და განახლების ეტაპი იწყება.
კირჩხიბი
კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლები ძალიან მზრუნველი და ემოციური ადამიანები არიან და ხშირად სხვების გამო საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე უარს ამბობენ. 2025 წლის თებერვლის მეორე ნახევარი გაჩვენებთ, რომ მნიშვნელოვანია, თქვენს თავზე იფიქროთ და სულ სხვების გამო საკუთარი სურვილები არ გაწიროთ. ეს მიდგომა თავდაჯერებულობის გაზრდაში დაგეხმარებათ. მომატებული თავდაჯერებულობა კი ყველა საქმეში წარმატებას მოგიტანთ. მნიშვნელოვანი შინაგანი ტრანსფორმაცია გელით, რაც მოვლენებსაც და ადამიანებსაც სულ სხვა თვალით დაგანახებთ.
წყარო: ბომონდი