2025 წელი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება სავსე, რაც გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მოახდენს. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ერთი ნიშანი, რომელსაც შესაძლოა, წლის განმავლობაში უფრო მეტი დაბრკოლება შეხვდეს.
პლანეტა სატურნი ვერძის ნიშანში
სატურნი ასტროლოგიაში დისციპლინასა და მოთმინებაზეა პასუხისმგებელი. მას მასწავლებელ პლანეტასაც უწოდებენ. 2025 წლის 24 მაისს ის ვერძის ნიშანში გადავა, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის ნამდვილი გამოცდა იქნება.
ვერძი ყოველთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. იმპულსურობაც ახასიათებთ და უჩვეულო ინიციატივებიც აქვთ. სატურნი კი, პირიქით, ჩვენგან თავშეკავებას, თვითდისციპლინას და შეუპოვრობას მოითხოვს, ამიტომ გაზაფხულზე აქტიური მუშაობისგან სწრაფ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლოა, ეს გავლენა ზაფხულშიც გაგრძელდეს.
აღნიშნული პლანეტა გაიძულებთ, უფრო მეტი იფიქროთ, კარგად დაფიქრდეთ თითოეული გადაწყვეტილების მიღების წინ და მოვლენები სწორად შეაფასოთ.
თუმცა, ასეთი ტრანზიტის მთავარი პრობლემა ვერძისა და სატურნის აბსოლუტურად საპირისპირო ბუნებაა. ვერძი კარდინალური ნიშანია და ის გამბედაობის გამოჩენისათვის ყოველთვის მზად არის. არ ეშინია რისკისა და ექსპერიმენტების. სატურნი კი, როგორც აღვნიშნეთ, ასტროლოგიაში ბევრად დინჯი, თავშეკავებული პლანეტაა. ამიტომ, მოგიწევთ, თქვენი ტემპი შეანელოთ და ქაოსი, რომელიც შესაძლოა, თქვენთვის ბუნებრივი იყოს, მოაგვაროთ. აქ კი დიდი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო.
იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან აირიდოთ, ეს თვეები მკაფიო გეგმების ჩამოყალიბებასა და საკუთარი მიზნებისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას დაუთმეთ.
განივითარეთ მოთმინება და ნებისყოფა – ნუ გეჩქარებათ, ისწავლეთ მოთმინება, ხანდახან ეს აუცილებელი თვისებაა, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოთ.
სატურნის თქვენს ნიშანში გადასვლა რთული პერიოდია. შესაძლოა, უენერგიობა, უმოტივაციობა იგრძნოთ. ხშირად აღმოჩნდეთ კონფლიქტურ სიტუაციაში, გაგიჭირდეთ ადამიანების გაგება. შეეცადეთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უსიამოვნებები შეგხვდეთ.
მოძებნეთ შთაგონების ახალი წყაროები. გაიცანით ახალი ხალხი, წაიკითხეთ სამოტივაციო ლიტერატურა, ეწვიეთ საინტერესო ადგილებს, იმოგზაურეთ. ახალი გამოცდილება მოტივაციის პოვნაში დაგეხმარებათ.
ისწავლეთ კრიტიკის მშვიდად მიღება. გახსოვდეთ, რომ სატურნს ,,მასწავლებელ“ პლანეტას უწოდებენ და მიუხედავად სირთულეებისა, ის ძალიან დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მოგიტანთ, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოგადგებათ. კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოგიწევთ, თუმცა ნახავთ, რომ ეს თქვენი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო.