ტრანსფორმაციის პლანეტა, პლუტონი, მერწყულის ნიშანში 19 ნოემბერს გადავიდა და ის ამ პოზიციაზე 20 წლის განმავლობაში დარჩება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა ბევრ ადამიანს მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს. განსაკუთრებული ტრანსფორმაცია კი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს ელოდება:
მერწყული
მერწყულისათვის რადიკალური ცვლილებები იწყება, რადგანაც ტრანსფორმაციის პლანეტა სწორედ აღნიშნულ ნიშანში გადავიდა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ასეთი ევოლუცია ცხოვრებაში ერთხელ ხდება. მომდევნო პერიოდების განმავლობაში გექნებათ განცდა, თითქოს, თავიდან იბადებით. შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ტრაექტორია მთლიანად შეცვალოთ, გააანალიზოთ საკუთარი საჭიროებები, უარი თქვათ ტოქსიკურ ურთიერთობებზე, მნიშვნელობა დაკარგოს იმან, რაც ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ყველა მიმართულებით ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ.
ლომი
ცხოვრების განახლებული ეტაპი იწყება ლომებისთვისაც და როგორ წარიმართება ეს ეტაპები, დიდწილად თქვენს ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. როგორც ასტროლოგები ამბობენ, კარმული ციკლი იწყება, რომელიც პირადი ცხოვრების განვითარებისკენ იქნება მიმართული. პირად ურთიერთობებში მიიღებთ იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. ბევრი რამ სრულიად დაუგეგმავად მოხდება, მაგრამ არაერთი სასიამოვნო ემოცია გელოდებათ და დიდი ოცნებების ასრულებასაც შეძლებთ.
ვერძი
ვერძის ტრანსფორმაცია კარიერასთან იქნება დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ სიახლეებისთვის მზად იყოთ და ცვლილებების არ შეგეშინდეთ. ყველა შანსი გექნებათ, დაწინაურდეთ, საკუთარი საქმე წამოიწყოთ და დიდი მოგება ნახოთ. სამყარო თქვენ მხარესაა და სასარგებლო შეთავაზებების მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა მიზნის ასრულებას შეძლებთ.
სასწორი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასწორებს მომდევნო წლების განმავლობაში აქვთ შანსი, შექმნან ისეთი ცხოვრება, როგორზეც ოცნებობდნენ. როდესაც პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანშია, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან და შეუძლიათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც, როგორც წესი, მერყევი ბუნების გამო, ხშირად უჭირთ ხოლმე. მოუსმინეთ თქვენს გულს – დროა დაიწყოთ იმის განხორციელება, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.
წყარო: ბომონდი. ge