როგორც ასტროლოგები ამბობენ, ივნისი ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებისთვის ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული იქნება. მოულოდნელი სიურპრიზი, მოგზაურობა, საბედისწერო შეხვედრები, ახალი თავგადასავლები – ეს ყველაფერი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მომდევნო კვირების განმავლობაში ელოდებათ.
მეტიც, ივნისი ის თვეა, რომელიც ტყუპებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. ეს დღეები ახალი გარემოსკენ, ახალი შემოსავლისა და ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ გაგიღებთ კარს და მოგცემთ შანსს, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, დაწინაურდეთ და ოცნებები აისრულოთ.
ივლისში, პლანეტა ურანი 84 წლის შემდეგ პირველად შედის ტყუპების ნიშანში. ეს ნიშნავს, რომ იწყება ახალი შვიდწლიანი ციკლი, რომელიც ტყუპების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გარდაქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა ურანი ტყუპების ნიშანს ივლისში უერთდება, “მეამბოხე” პლანეტის გავლენას ივნისშივე იგრძნობთ. შესაძლოა, საბოლოოდ დატოვოთ ის სამსახური, რომელსაც თქვენთვის წარმატება აღარ მოაქვს, დაემშვიდობოთ მოძველებულ ურთიერთობებს, დაიწყოთ ახალ გარემოსთან ადაპტირება, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, ახალი ოცნებები, მიზნები გაგიჩნდეთ და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ.
9 ივნისიდან, ინფორმაციისა და ვაჭრობის პლანეტა, მერკური, ჰოროსკოპის მე-2 სახლში შევიდა. ის კი ფინანსებზეა პასუხისმგებელი. 10 ივნისს, მას იუპიტერი, იღბლისა და ზრდის პლანეტა უერთდება და ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს, რომ ფინანსურად დაწინაურდნენ.
შესყიდვები განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ასევე, თუ რაიმე პროექტის დაწყებას აპირებთ, ამ თვეში დაგეგმეთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება 25 ივნისის შემდეგ დადებული გარიგებები – ამ დღეს მთვარე ფინანსურ სექტორში შედის.
27 ივნისს მერკური ჰოროსკოპის მე-3 სახლში გადავა. ეს კომბინაცია კი დაგეხმარებათ, რომ ახალ ადამიანებს შეხვდეთ, ძველ ნაცნობებს დაუკავშირდეთ, იდეები გაცვალოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
ასტროლოგების თქმით, ივნისი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ახალი გამოცდილება მიიღოთ და თქვენი მიზნებისა და ოცნებებისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ.