საქართველოს პარლამეტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტი ნებისმიერი სახის აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის სრულად აკრძალვას ითვალისწინებს. პარლამეტში ახალი იანიციატივა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დაარეგისტრირა. ოფიციალური მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება, მაგალითად, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდი ლარი იყო, 2018 წელს 173%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შედაგინა.მეგა ტვ დაინტერსდა თუ რას ფიქრობენ ქუთაისში აზარტული თამაშების რეკლამის შესაძლო აკარძალვასა და ზოგადად აზარტულ თამაშებზე.
კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს
„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...









