”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძენ თავისი არჩევანი 22-ე უბანზე, მე-8 საჯარო სკოლის შენობაში დააფიქსირა. ”პატიოსან სიტყვას გაძლევთ ერის გაერთიანებას და ზიზღის დათავრებას მივეცი ხმა. საქართველოს ეროვნული თანხმობა და კომპრონისი სჭირდება რომ გაუმკლავდეს უზარმაზარ პრობლემებს, რომლებიც უფრო დიდი იქნება მომავალში. წესით უნდა მოვიგოთ პირველ ტურში. პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა საქართველოში, მისი მართვა იქნება რთული და არ იქნება რეზინის, ერთპარტიული მმართველობის” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....










