LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზვიად ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს-შსს განცხადებას ავრცელებს

ზვიად ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს-შსს განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2021/08/17-ში
A A
143
ნახვა
გაზიარება
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
თეგები: ზვიად ზვიადაურიმკვლელობაწინანდალი
გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

ირანიდან ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ირანიდან ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები – აზერბაიჯანის საგარეო უწყება
მთავარი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო...

დაწვრილებითDetails

ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს
მთავარი

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი...

დაწვრილებითDetails

აზერბაიჯანული მედია – ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
აზერბაიჯანული მედია – ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა
მთავარი

ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.

დაწვრილებითDetails

დეფოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

დეფოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი შუახნის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა. კაცი თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი...

დაწვრილებითDetails

ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

სენაკში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ცეცხლი ე.წ.“ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. მამაკაცმა, რომელიც აღნიშნულ შენობაში დარაჯად მუშაობდა, შენობიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. უცნობია,...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
მთავარი

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები იპოვეს, - გამოცემა „ეხოკავკაზას“ ცნობით, ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ რუსულ მედიას დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. დროებით...

დაწვრილებითDetails

თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინი“ აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინი“ აღმოაჩინეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული საშუალება...

დაწვრილებითDetails

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ხანძარი იყო

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ხანძარი იყო
მთავარი

ხანძარი დიდ დიღომში. ხელაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროს ცეცხლი გვიან ღამით წაეკიდა. დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს რამდენიმე ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 17 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული მერქანი ამოიღეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
იმერეთში 17 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული მერქანი ამოიღეს
მთავარი

ტყიბულში, იმერეთის სატყეო სამსახურმა, მასშტაბური დარღვევა გამოავლინა. ამოღებულია 17 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული მერქანი, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი ავტომანქანით ხდებოდა. ასევე დალუქულია არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ტერიტორიაზე...

დაწვრილებითDetails

5 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 5 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდაილო- დასავლეთიდან გავრცელებული ცივი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან დილის საათებში იწვიმებს. იქროლებს დასავლეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"