LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზვიადი, გროზნოში ისე გამოუშვი, თმის ღერი არ ჩამოუვარდეს | რა მიმართაჯოჰარ დუდაევმა, სომხეთის პრეზიდენტს

ზვიადი, გროზნოში ისე გამოუშვი, თმის ღერი არ ჩამოუვარდეს | რა მიმართაჯოჰარ დუდაევმა, სომხეთის პრეზიდენტს

დაპოსტა 2022/03/20-ში
A A
179
ნახვა
გაზიარება

“მისმინე “მუჟიკ”, ზვიადი ჩემთან, გროზნოში ისე გამოუშვი, რომ თმის ღერი არ ჩამოუვარდეს, თორემ სასუნთქ გზებს გადაგიკეტავ”

ამ სიტყვებით მიმართა ჯოჰარ დუდაევმა, სომხეთის პრეზიდენტს, პეტროსიანს, როდესაც ზვიად გამსახურდია იძულებით განდევნილი იყო სომხეთში და პურისა და წყლის მეტს არაფერს აძლევდნენ.

ხოლო მანამდე –
“ჯერ გროზნოში გადავფრინდით. იქ ჯოჰარ დუდაევის (ჩეჩნეთის პრეზიდენტი) რეზიდენციაში მიმიყვანეს. დავაყენე ჩემი ეკიპაჟი, მოვიდა ჯოჰარი, ეკიპაჟის წევრებს ყველას ხელი ჩამოართვა და მე მხარზე კოცნით მომესალმა. მითხრა, ძალიან სარისკო დავალებაა, მაგრამ როგორც ქართველი შენ ამოგირჩიესო. მე არც ვიცოდი, ვინ ამირჩია. თურმე თბილისელ მფრინავებს უარი უთქვამთ“.

ყვება ლეგენდარული მფრინავი ბატონი ზაურ ბედია.

ოპერაცია ჯოხარ დუდაევის კაბინეტში დაიგეგმა. რამდენიმე ვარიანტს ამუშავებდნენ. ჩუმად უნდა გაფრენილიყვნენ, დისპეტჩერისთვის თვითმფრინავის ნამდვილი ნომერი არ უნდა ეთქვათ, არსად უნდა გამოჩენილიყო, რომ ეს საქართველოს თვითმფრინავია.
„გაფრენის დღეს ეკიპაჟს ჩეჩნეთის შს მინისტრი და ორი კარატისტიც გამოჰყვა“, – ამბობს ბატონი ზაური და განაგრძობს:

„ჰაერში დისპეტჩერს ვუთხარი, ბალტიისპირეთიდან მოვფრინავ-მეთქი. აქ არაფერი ასეთი არ არისო, მითხრა. მე რა ვიცი, მე ჰაერში ვარ, მიწაზე თქვენ გაარკვიეთ-მეთქი, მკვახედ მივახალე. შემეშვნენ. ჩავედით სომხეთში. იქაც ვინ გველოდა? იქაურ დისპეტჩერსაც იგივე გავუმეორე ბალტიისპირეთიდან მოვდივარ და კონიაკი უნდა წავიღო-მეთქი“.

არავინ დახვედრიათ. აეროპორტის ხელმძღვანელს მიადგნენ და პირდაპირ უთხრეს რისთვისაც იყვნენ ჩამოსული. ორი მანქანა გამოუყვეს და იმ შენობასთან მიიყვანეს, სადაც იმ დროს ზვიად გამსახურდია იყო გაჩერებული.

„იქ რამდენიმე კაცი იყო შენობასთან. გამოველაპარაკე, სიგუას ხალხი აღმოჩნდა. მოვატყუე, სიგუამ გამომგზავნა, ზვიადის წასაყვანად, ჯერ არ ვიცი, შეიძლება ესპანეთში წავიყვანო-მეთქი“.

ბოლოს და ბოლოს ზაურ ბედია პრეზიდენტთან მიიყვანეს. მას ზვიად გამსახურდია მანამდე მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდა ნანახი.

„ვხედავ ზვიადი, მოხრილი… ძალიან ცუდად იყო. მოვიდა, გადამეხვია“…

აეროპორტში რამდენიმე მანქანით წამოვიდნენ. ადგილზე თავისის გვერდით ზაურ ბედიას კიდევ ერთი თვითმფრინავი დახვდა, რუსი ჯარისკაცებით სავსე. ზედმეტი ყურადღება რომ არ მიგვექცია, თვითმფრინავს ტრაპის მაგივრად თვითმფრინავის კიბე მივადგით და ისე ავედითო – ამბობს მფრინავი.

„საქართველოს ზონაში რომ შემოვედით, სამი გამანადგურებელი დავინახე, უნდოდათ ვაზიანის აეროპორტში დავესვით და ზვიადი ხელში ჩაეგდოთ. ისეთი ილეთები გავაკეთე, იმათ იფიქრეს, გიჟია ვიღაცაო. ამხელა თვითმფრინავით დასატაკებლად რომ მიდიხარ, არც იმას უნდა სიკვდილი. დაიფანტნენ. ისე წამოვედი პარტიზანულად, რომ ვერც შემამჩნიეს. ეგონათ დასავლეთისკენ მივდიოდი, მაგრამ მერე ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი და კავკასიონს გამოვყევი“.

ზაურ ბედიამ პრეზიდენტი გროზნოში დატოვა და თვითონ უკან სოხუმში გამობრუნდა.

„ავად იყო კაცი, ამხელა სტრესი შეხვდა, ამხელა რაღაც გადაიტანა. მერე იქ გამოჯანმრთელდა გროზნოში….
მაგრამ… მაინც ვერ გადავარჩინეთ”????????????

ამ დროს თბილისში შემდეგი ამბები ხდებოდა:

1) ქუჩაში ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგები იხვრიტებოდა(კადრებს სხვა დროს დავდებ,ყველაფერი ერთ პოსტში არ ეტევა)

2) საპატრიარქო და “ინტელიგენცია” ზვიადის დამხობას ზეიმობდნენ და ბანკეტებს იხდიდნენ.

3) ქალაქი საძმოებად იყოფოდა და ერთმანეთს ხოცავდნენ.

4) კომუნისტური ნომენკლატურა და დანარჩენი გარეწრები თანამდებობის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდნენ!

ხოლო ქვეყანა ინგრეოდა,იქცეოდა და ერის გენოციდი მიდიოდა!

ესაა ჩვენი უახლოესი – სირცხვილის,ლაჩრობის,ფეხებზე დაკიდების,გულგრილობის,უთავმოყვარეობის,ამპარტავნობის ,ამბიციის და უგუნურობის,სამშობლოს ღალატის და გმირობის ისტორია!

გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

ეროვნული გამოცდები იწყება

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი
მთავარი

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.   „მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ...

დაწვრილებითDetails

დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან – რობინ დანიგანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას – რობინ დანიგანი
მთავარი

რობინ დანიგანი - დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან....

დაწვრილებითDetails

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების...

დაწვრილებითDetails

“შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და „ბლატაობ“? ” – ალუდა ღუდუშაური

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
“ცოლი ორჯერვე ნიუ იორკში ამშობიარა”-წერს თომა რუსტიაშვილი
მთავარი

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

” აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ?” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება...

დაწვრილებითDetails

რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"