1 ოქტომბრიდან ზესტაფონში სიმსივნის სხვადასხვა ფორმების სკრინინგული კვლევების პილოტური პროგრამის ამოქმედება იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცის ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით ზესტაფონი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება რეგიონში, სადაც კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამა დაინერგება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, საპილოტე პროგრამის მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით და რეკომენდაციების გასაწევად, ზესტაფონის მერს, გიორგი გოგლიჩიძეს, მოადგილეს, ელგუჯა კვეტენაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ვახტანგ ღამბაშიძეს და მაჟორიტარ დეპუტატს, შალვა კიკნაველიძეს შეხვდნენ.
“საპილოტე პროგრამაში ადგილობრივი თვითმმართველობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი, ასევე სოფლის ამბულატორიის ექიმები ჩაერთვებიან, რათა მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა.” – აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში.