„ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკო მანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკო მანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნილების შემცირებაა.
ქარხანა 11 მოქმედი ღუმელიდან 6-ს გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 000 ტონიდან 8 000 ტონამდე შემცირებას გულისხმობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროცესებითა და უკრაინაში მიმდინარე ომითაა გამოწვეული. ასევე განმარტავენ, რომ წარმოება არ შემცირებულა დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე.