საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო – ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 2 აგვისტო 2019 წელი 04:00 საათიდან 09:00 საათამდეგაზმომარაგება შეუწყდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო ძლოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, ბოსლევი, შოროპანი, ფუთი, თვრინი, ალავერდი, ქვედა საზანო სასახლე, კლდეეთს და ქალაქ ზესტაფონს.