მუნიციპალიტეტის მერია, ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მირანდა სხილაძისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
უბედური შემთხვევა 16 სექტემბერს, ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც მირანდა სხილაძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახს
რა ფერის ტანისამოსს არ უნდა გაეკაროთ ახალ წელს, იღბალმა, რომ არ მიგატოვოთ – ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
2025 წელი ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით მწვანე ხის გველის ეგიდით გაივლის. ეს სიმბოლო წარმოადგენს სიბრძნეს, სიფრთხილეს, მოქნილობას და სტრატეგიულ აზროვნებას. იღბლის მოსაზიდად მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ სტილს, ამიტომ ჯობია ახალი წელი...