ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო გარდაგვეცვალა ჩვენი მონაზონი თეოდოსი.
პანაშვიდი დღეს და ხვალ ზემო ბეთლემის ტაძარში. გამოსვენება ზემო ბეთლემის ტაძრიდან შაბათს, დილას 10 საათისთვის, სანაგირას მონასტერში.
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მამა თეოდოსის და დაუმკვიდროს უფალმა ცათა სასუფეველი. ღმერთმა შეიწიროს რაც აქ იტანჯე და იშრომე. გთხოვთ, რომ მოიხსენიოთ თქვენ ლოცვებში“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.










