უკრაინის პრეზიდენტი შტატებშია. ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობათან შეხვედრით დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკის და ბაიდენის შეხვედრაც. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტები შეხვედრაზე უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს განიხილავენ.
ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება
ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე, წყალშემკრები არხის გასწვრივ ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროჯეკტ კომპანი“-მ ქალაქ ქუთაისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადა. ტენდერი სამუშაოებისთვის უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო...










