უკრაინამ ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაახმოვანა.
დიპლომატიური დემარშის მიზეზი, საქართველოს პრემიერის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებები გახდა, როცა ღარიბაშვილმა მოხალისეები უკრაინაში არ გაუშვა და სიცილიზებული სამყაროს მიერ, აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდდა.
ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო.”- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათ ყირგიზეთიდანაც გაიწვიეს ელჩი, რადგან ზელენსკის თქმით, “ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა”.