LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ზედა რგანში ევრაზიაში ყველაზე ძველი ზედაპალეოლითური ხანის მღვიმე აღმოაჩინეს

დაპოსტა 2024/03/20-ში
40
ნახვა
გაზიარება
👉 ზედა რგანში ევრაზიაში ყველაზე ძველი ზედაპალეოლითური ხანის მღვიმე აღმოაჩინეს: ეს აღმოჩენა ცხადყოფს რომ ჯერ კიდევ 48 000 ათასი წლის წინ აქ ჰომოსაპიენსები შემოსული იყვნენ
👇
მღვიმე “ორთვალა კლდე”. ჭიათურა სოფელ ზედა რგანის ტერიტორია.
🔷 უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მღვიმე დღეისთვის არის მთელ ევრაზიაში უძველესი ზედაპალეოლითური სადგომი „დენისოვის მღვიმესთან“ (მთიანი ალტაი) და „ზლატი კუნთან“ (ოქროს ცხენი, ჩეხეთი, პრაღიდან სამხ-დას-ით 32 კმ-ში) ერთად. ორთვალა კლდის მცირე დარბაზში დადგენილი ზედა პალეოლითური ფენის ასაკია დაახლოებით 48 000 წ. ანუ, ჰომო საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ ამ დროს მაინც უკვე შემოსულები იყვნენ (აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის ის, რაც აღმოჩენილი და დადგენილია, რაც არ გამორიცხავს მათი აქ არსებობის სხვა ფაქტებსაც, რა თქმა უნდა).
თუ აქამდე, ჩემი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი წლის წინ გაკეთებული პრეზენტაციისას კითხვები გაუჩნდათ ამ თარიღთან და აგრეთვე, რამდენიმე სხვა, გენეტიკის სფეროდან არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით ვუდასტურებ იგივე მოსაზრებას, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო წრეებმაც უკვე გაიზიარეს (დაინტერესების შემთხვევაში მსურველს მივაწვდი სტატიებს).
ეს ადამიანის ევოლუციისა და განსახლების შესახებ ახალი ცოდნის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია.
აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი ფაქტია ქვეყნისთვისა და კონკრეტულად კი, ზემო იმერეთის, ჭიათურის რეგიონისთვის.
როგორც ჩემი უცხოელი კოლეგებიც მწერენ- „შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლის შესახებ ინფორმაციის კუთხით, შესაბამისი ძეგლების გენეტიკური და ქრონოლოგიის შესახებ ბოლოდროინდელმა ნაშრომებმა სინამდვილეში შეარყია ზოგადი პანორამა და იმერეთის ძეგლები აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში“, ” ორთვალა კლდე კი არის მთელ ევრაზიაში უძველესი ზედაპალეოლითური სადგომი „დენისოვის მღვიმესთან“ (მთიანი ალტაი) და „ზლატი კუნთან“ ერთად”.
ძეგლი აღმოჩენილია 1973 წ-ს დ.თუშაბრამიშვილის მიერ და ისწავლებოდა მის მიერვე 1992-წ-მდე (მის გარდაცვალებამდე).
1992 წ-დან მღვიმის კვლევა გაგრძელდა ჩემს მიერ. 1994 წ-ს ჩემი სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა ორთვალა კლდის მასალებსა და აქ შუადან ზედა პალეოლითზე გარდამავალი ეტაპის არსებობას.
1996 წ-დან კვლევებში ოფიციალურად ჩაერთვნენ ჰარვარდისა და ჰიბრიუს უნივერსიტეტები, მოგვიანებით კი-პარიზის ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტი.
მღვიმის შესახემ დაცულია დისერტაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის მაშინდელი სტუდენტის, დღეს კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის, დანიელ ადლერის მიერ. დღეს ამ ძეგლზე, სხვადასხვა თემატიკით მუშაობს ბევრი უცხოური ინსტიტუტი, მათ შორის მაქს პლანკის ინსტიტუტი, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის მიმართულებით (ყველა ინსტიტუტისა თუ უნივერსიტეტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს).
ორთვალა კლდეში მე-20 ს-ის 80-იან წწ-ის დასწყისში აღმოჩენდა კავკასიაში ერთ-ერთი გვიანდელი ნეანდერტალელის კბილი ( ~50 000 წ) (ყველაზე ადრეული, აღმოჩენილია ასევე ჭიათურის მუნ-ში, ჯრუჭულის ხეობაში, ჯრუჭულის მღვიმეში (1960 წ. დ.თუშაბრამიშვილი) – 274/250-130 000 წწ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთადერთი, 43000 წლის წინანდელი მაკაკას ლავიწის ძვლის აღმოჩენა, რაც რადიკალურად ცვლის შეხედულებებს (უნდა შეცვალოს შემდგომი კვლევების საფუძველზე) საქართველოს ტერირორიაზე იმდროინდელი კლიმატისა და ლანდშაფტის შესახებ.
სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით სტატიის საზღვარგარეთ მისი გამოქვეყნების შემდეგ (იბეჭდება)
ფოტოებზე; ხედები ჭრილი, შუა და ზედა პალეოლითური ქვის მასლა, ძვლის იარაღები და ნაჭდევებიანი და ნაკაწრი ძვლები, გრძივად გახლეჩილი ძვლები-იარაღების ნამზადები, ნეანდერტალელის კბილი, ობსიდიანის ნივთები, მაკაკას ნაშთი
(ფოტო: დ.თუშაბრამიშვილის. ნ.თუშაბრამიშვილის, დ.ადლერის, ნ.ახმეტგალეევასი)

ინფორმაციას და ფოტოებს სოც.ქსელში პროფესორი, არქეოლოგი ნიკა თუშაბრამიშვილი აქვეყნებს

თეგები: ზედა რგანში ევრაზიაში ყველაზე ძველი ზედაპალეოლითური ხანის მღვიმე აღმოაჩინესჭიათურა
გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 20, 2025
23
მთავარი

ვერძი   დღე მოგიტანთ ენერგიის მატებას. სამუშაოში ინიციატივა შედეგიანად დაგიბრუნდებათ. საღამოს მეტი დასვენება არ გაწყენდათ.     კურო   ფინანსურ საკითხებში სიზუსტე დაგჭირდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა, რომელიც განახლებულ მოტივაციას მოგცემთ....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
111
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის ახალი კურსი

ნოემბერი 19, 2025
241
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნოემბერი 19, 2025
179
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი სიურპრიზი ელოდება

ნოემბერი 19, 2025
213
მთავარი

კურო ეს კვირა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო ფინანსური ან კარიერული წინადადებით იყოს გამორჩეული. შესაძლოა, დაგიპატიჟონ საინტერესო პროექტში, მიიღოთ ხელფასის გაზრდის შეთავაზება ან დაწინაურება. მთავარია, არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ზედმეტად დიდხანს არ...

დაწვრილებითDetails

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე

ნოემბერი 19, 2025
54
მთავარი

კურო  – მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი. – მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. ტყუპები  – დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
10
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა. ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

“საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ” – მიხეილ ყაველაშვილი

ნოემბერი 19, 2025
11
მთავარი

საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა, გიგა ავალიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
38
მთავარი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
16
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».