უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბური ომით მიყენებულმა ზარალმა 2023 წლის დასაწყისისთვის უკვე 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯერ კიდევ ივნისში აღნიშნული თანხა ორჯერ ნაკლები იყო.
„მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ სწრაფი აღდგენის კუთხით უკრაინის საჭიროებების მორიგ შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ ივნისში ეს [ზარალის] მაჩვენებელი 350 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ჩვენს ინფრასტრუქტურაზე ბოლო თავდასხმების გათვალისწინებით, დღეს ეს თანხა 700 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს“, – აღნიშნა დენის შმიგალმა.