ზაპოროჟიეში რუსული ძალების მიერ ნასროლი ორი რაკეტა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ახლა ცნობილია, რომ დილით ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას რაშისტების მიერ მართული ორი რაკეტა მოხვდა. მესამე რაკეტა ჰაერშივე აფეთქდა. დაზიანდა და განადგურდა ინფრასტრუქტურის ობიექტები. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების ლიკვიდირება, შესაბამისად, დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება კიდევ დაზუსტდეს.