LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება

დაპოსტა 2025/12/01-ში
76
ნახვა
გაზიარება

დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ისევ იმოქმედებს.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საპატრულო პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.

მთავრობას დამტკიცებული და გამოქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები:
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი მლეთა-კობი;
  • ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;
  • ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;
  • თბილისის შემოსავლელი – მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი;
  • ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალციხე- საზღვარი;
  • ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:
  • ბათუმი (ანგისა)-ახალციხე – მონაკვეთი ქედა-ახალციხე;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი – მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი – მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი;
  • ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა – მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;
  • ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი – მონაკვეთი ძეძილეთი-მელე;
  • ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;
  • ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური – მონაკვეთი ორპირი-ტყიბული
  • ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;
  • ალპანა-ცაგერი – მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;
  • ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული – მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;
  • ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი – მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;
  • ახალქალაქის შემოსავლელი – მონაკვეთი ახალქალაქი;
  • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი – მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურა-ზესტაფონი;
  • ჟინვალი-ბარისახო-შატილი – მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;
  • თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი – მონაკვეთი თიანეთი-ჟინვალი;
  • თბილისი (გლდანი)-თიანეთი – მონაკვეთი თბილისი-თიანეთი;
  • კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა – მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;
  • მარნეული-თეთრიწყარო-წალკა – მონაკვეთი თეთრიწყარო-წალკა;
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისი – მონაკვეთი თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;
  • ვაზიანი-გომბორი-თელავი – მონაკვეთი სასადილო-თელავი;
  • თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი – მონაკვეთი თიანეთი-ახმეტა;
  • დაბა ბაკურიანის წრიული – მთლიანად წრიული;
  • დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი – სრულად;
  • ჩოხატაური-ბახმარო – სრულად;
  • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი – მონაკვეთი ნიჩბისი-დიდი თონეთი;
  • საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი – მონაკვეთი საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი;

საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:

  • – არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
  • – არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;

საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;

ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი.

აღსანიშნავია, რომ თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
16
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
15
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
19
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
307
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
252
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
116
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.1k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
730
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება

იანვარი 28, 2026
271
მთავარი

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

მდინარე ჩაკეტა მთის ფერდობიდან ჩასულმა მიწამ- მდგომარეობა ხარაგაულში

იანვარი 28, 2026
321
მთავარი

"27.01.2026 ხარაგაული, სოფელი ხემაღალი და ღვერკი. დაგუბება რკინიგზის მთავარი მაგისტრალის თავზე. მანძილი რკინიგზიდან 200-250 მ. ამ დაგუბების ნაწილი ვიდეოში არ ჩანს. სიღრმე დაახლოებით 10 -15 მ. სიგრძე 700+ მ. სიგანეც...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».