კიდე რამდენი მთავრობა უნდა მოვიდეს.
კიდე რამდენი უნდა დაგვპირდეს კედლის გაკეთებას?
ამასობაში ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას ვკარგავთ იმის გამო რომ სავარჯიშო პირობები არ არის.
დაახლოებით რომ აგიხსნათ რა პრობლემას იწვევს ხელოვნური კედლის არ არსებობა:
1 – ცუდ ამინდში, ანუ თითქმის მთელი ზამთარი და წვიმების სეზონი შეუძლებელია, ღია ცის ქვეშ, ბუნებრივ კედელზე ცოცვა. ანუ, მთელი ზაფხული რომ იცოცო და ფორმაში ჩადგე ზამთარში იძულებული ხარ გაჩერდე და მთელი შრომა წყალში იყრება.
2 – ბუნებრივ კედელზე ვერ ცვლი “საჭიდებს” ანუ სულ ერთი და იგივე მარშრუტს ცოცავ, იმახსოვრებ გზას, და ყოველი გავლის შემდეგ კუნთი და გონება უფრო ნაკლებ დატვირთვას იღებს. ხელოვნურ კედელზე შეგიძლია გაართულო მარშრუტი და კლასი აიმაღლო. ანუ, ხელოვნური კედელის გარეშე მცოცავი ვერ განვითარდება, ერთ დღესაც მომწყინდევა ერთი და იგივე კედელის ცოცვა და დაანებებს თავს.
ქუთაისს ჭირდება ხელოვნური კედელი.” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ენუქიძე